ავსტრიის შემდეგ ანიტა ფაცაცია მკურნალობას ინდოეთში განაგრძობს. პატარამ ფრენა კარგად გადაიტანა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ონდოეთის კლინიკაში გოგონა საკმაოდ აქტიურია და მედპერსონალზეც შთაბეჭდილების მოხდენა უკვე მოასწრო:
“დილა მშვიდობის, ჩვენო ადამიანებო
ჩვენმა გოგომ გადარია ინდოელი “დოხტურები”.
ზოგს, სადეზინფექციო ხსნარს მოარბენინებს და საქმიანი სახით იწმენდს ხელებს, ზოგს, ფარდის იმ ზომაზე დაყენებას “აიძულებს” თვითონ როგორც ესიამოვნება.
თუ არ ძინავს – ხატავს.
ერთი სიტყვით, ბოლო დღეებია, როგორც მანამდე ჩვენი – ისე ინდოელი მედ.პერსონალის ტელეფონები გადაივსო ანიტას სხვადასხვა მოქმედებების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალით.”
"მომავალი ექიმი"- ანიტას პირველი ვიდეო ინდოეთის კლინიკიდან
ვიდეოს ანიტას მამა ავრცელებს
ანიტას რამდენიმე სახის კველვა ჩაუტარდება და ამის შედეგ ინდოელი ექიმები ზუსტ სამოქმედო გეგმას განსაზღვრავენ