LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფომ ერთი კაცის დახსნა ვერ შეძლო, სკამებს არ გადააყოლონ საქართველო – იაკობი

382
BeFunky-collage

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, ორთვიანი პაუზის შემდეგ, ბოდბის ეპარქიაში წირვა აღავლინა. მეუფემ ქადაგებაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება.

ეპისკოპოსი ოპოზიციას და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებს.

“დიალოგი აუცილებელია, მათ შორის რაღაც შეთანხმებაზე მივლენ. მთავრია, ზიზღის პოზიციიდან არ ველაპარაკოთ ერთმანეთს. ვუსამძიმრებ ლუკას ოჯახს. ყოველი ახალგაზრდის გასვლა ამ ქვეყნიდან ძალიან მტკივნეულია”

მეუფე იაკობი საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდებს და გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წელი და 9 თვე პატიმრობა მიუსაჯეს

“ვაჟას დამოკიდებულება ვიცი ოსების მიმართ, მეზობლებიც ბევრი გყავდა. ის დაიჭირეს და მიუსაჯეს, თუმცა ამით ვაჟას არაფერი აკლდება. შეხედონ აბა ლაჩარი ვაჟა უნდათ?! რაც გულში აქვს, იმას ამბობს, კაცია. ძალიან სწორად იქცევა.

სამხრეთ ოსეთს ოკუპირებულად მიიჩნევს - ე.წ. სასამართლოს განცხადება გაფრინდაშვილის განაჩენზე

გაფრინდაშვილი სასჯელს საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში მოიხდის.

სახელმწიფო ბევრს ცდილობს, მაგრამ ერთი კაცი რომ დაიხსნას, ამდენი ხანი სამწუხაროდ ვერ შეძლო. ვფიქრობ, რომ პოზიციის და ოპოზიციის ერთობლივი დამსახურება. რომ გვიყურებენ შიგნით, როგორ ვჭამთ ერთმანეთს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს, გონიერება გამოიჩინონ, თუ უნდათ, რომ ავირჩიოთ, წესიერად მოიქცნენ.

სკამებს არ გადააყოლონ საქართველო, რადგან ხალხი ირჩევს მათ და ხალხივე უშვებს. ნურც ერთ მხარეს ნუ გადავუსმევთ თავზე ხელს. სჯობს, საქართველოსთვის იზრუნონ.

ოსებს და რუსებს მივმართავ, ზღაპრები არ დამიწყონ, რომ რუსები არაფერ შუაში არ არიან. თუ მოინდომეს რუსებმა, აუცილებლად შეძლებენ, გააკეთონ. მე უფრო გამიხარდება, ოსმა ხელისუფლებამ თუ დროულად გამოუშვა ვაჟა. როგორც ვაჟას საქციელს ვიწონებ, ასევე მოვიწონებ მათ საქციელსაც, თუ ასე მოიქცევიან და არ გაჯიუტდებიან.

რამდენი ხელისუფლება გამოვიცვალეთ: პირველ ხელისუფლებას არ დავაცადეთ, რაც ჩანაფიქრში ჰქონდა, შემდეგი იყო და სკამების შენარჩუნებაზე ფიქრობდნენ. ერთი რამე იცოდნენ, ქართველი ხალხი სკამების დაკავებაზე არ ვართ. თუ ხელისუფლება არ იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს, ოპოზიციას არ ეგონოს, რომ ისინი იქცევიან ისე, როგორც საჭიროა – ერთის ცუდი მეორეს არ ამართლებს“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობმა ლუკა სირაძის ოჯახს მიუსამძიმრა.

„ცოტნე დაჭრეს, მანამდე სხვებიც დაჭრეს. ერთმანეთს არ ვუფრთხილდებით, ეს არის ძალიან ცუდი. პოლიტიკოსებმა ალბათ უნდა იფიქრონ იმაზე, ეს ტემპერატურა დასწიონ, რადგან მთავარია, ჩვენი საქართველოსთვის კარგი გავაკეთოთ. მთავარი ის კი არ არის, რომელი პარტიაა სათავეში ან აპირებს მოსვლას, მთავარია, რას ვთავაზობთ საქართველოს. თუ ასეთი დაძაბული ფონი იყო, არ მგონია, საქართველოს კარგი მოუტანოს.ვუსამძიმრებ ლუკას ოჯახს. ყოველი ახალგაზრდის გასვლა ამ ქვეყნიდან ძალიან მტკივნეულია”- თქვა იაკობმა.

სკოლის ტერიტორიაზე დატოვებულმა წარწერებმა, რასაც ჯერ გამოძიება, შემდეგ კი უმძიმესი ტრაგედია მოჰყვა, საზოგადოება კიდევ ერთხელ დააფიქრა იმაზე, თუ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

"ჩვენ არ გვიყვარს ბავშვები, სადაც ვის რა ძალაუფლება გვაქვს - ვჩაგრავთ" (ვიდეო)

"საბოლოო ჯამში ცოტ- ცოტა უსამართლობა აკეთებინებს ბავშვს იმას, რასაც აკეთებინებს ან სხვას უკეთებს რაღაცას"

15 წლის ლუკა სირაძე გუშინ დაკრძალეს. საქმეს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.

პეტრე კოლხი: ყველა დამნაშავეა. ერიც, ბერიც… მეც, შენც

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები