LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბანკომატიდან თანხის გამოტანას ბარათის გარეშე შეძლებთ

157
190X1080-APPLE PAY-ATM

საქართველოს ბანკი მომხმარებლისათვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად სიახლე Apple wallet-ით თანხის ბანკომატიდან გამოტანას შეეხება.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, მომხმარებელს მისი საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტი კომფორტი შეუქმნას. დღეიდან, მომხმარებელს უკვე აქვს შესაძლებლობა, უსაფრთხოდ, ბარათის გამოყენების გარეშე, Apple Wallet-ით გაანაღდოს თანხა. Apple Wallet-ით თანხის გამოტანისთვის საჭიროა მხოლოდ მობილური ტელეფონი მიუახლოვოთ საქართველოს ბანკის ბანკომატის უკონტაქტო წამკითხველს, აკრიფოთ შესაბამისი ბარათის პინ კოდი და მიჰყვეთ განაღდების სტანდარტულ სქემას.

პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბარათის გამოყენების გარეშე, Apple Pay-ით არა მხოლოდ თანხის გადახდის, არამედ ნებისმერ დროს, ბანკომატიდან თანხის გამოტანის შესაძლებლობასაც აძლევს. თუკი მომხმარებელს ჯერ კიდევ არ აქვს  Apple Pay, მას შეუძლია დაამატოს ბარათი Apple Wallet-ის აპლიკაციას და ისარგებლოს მისი  ყველა  უპირატესობით.

გამოიყენე ყველა შესაძლებლობა, რომლებსაც საქართველოს ბანკის ახალი თაობის პროდუქტები გთავაზობს!“, – აცხადებენ ბანკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები