France Football 2016 წლის ”ოქროს ბურთის” პრეტენდენტები დაასახელა. გამოცემა 1-2 საათის განმავლობაში ალფავიტის მიხედვით 5-5 კანდიდატს ასახელებს და დღის ბოლოსთვის ასე მიიღო 30 ნომინანტი.
წელს France Football-მა ფიფასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ჯილდო გამარჯვებულს ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად გადაეცემა. ეს ფორმატი გამოიყენებოდა 1956-2009 წლებში.
აი ეს 30 გამორჩეული ფეხბურთელი:
სერხიო აგუერო (სიტი, არგენტინა), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი, გაბონი), გარეთ ბეილი (რეალი, უელსი), ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი, იტალია), კევინ დე ბრუინი (სიტი, ბელგია), პაულო დიბალა (იუვენტუსი, არგენტინა), დიეგო გოდინი (ატლეტიკო, ურუგვაი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, საფრანგეთი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი/იუვენტუსი, არგენტინა), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ/მანჩესტერი, შვედეთი), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, ესპანეთი), კოკე (ატლეტიკო, ესპანეთი), ტონი კროოსი (რეალი, გერმანია), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, პოლონეთი), უგო ლორისი (ტოტენჰემი, საფრანგეთი), რიად მაჰრეზი (ლესტერი, ალჟირი), ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა), ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია), მანუელ ნოიერი (ბაიერნი, გერმანია), ნეიმარი (ბარსელონა, ბრაზილია), თომას მიულერი (ბაიერნი, გერმანია), დიმიტრი პაიე (ვესტ ჰემი, საფრანგეთი), პეპე (რეალი, პორტუგალია), პოლ პოგბა (იუვენტუსი/მანჩესტერი, საფრანგეთი), სერხიო რამოსი (რეალი, ესპანეთი), რუი პატრისიო (სპორტინგი, პორტუგალია), კრიშტიანო რონალდო (რეალი, პორტუგალია), ლუის სუარესი (ბარსელონა, ურუგვაი), ჯეიმი ვარდი (ლესტერი, ინგლისი), არტურო ვიდალი (ბაიერნი, ჩილე).
ყველაზე მეტი წარმომადგენელი მადრიდის ”რეალს ყავს – 6 ფეხბურთელი. 4-4 ფეხბურთელით არიან წარმოდგენილნი “ბარსელონა” და მიუნხენის “ბაიერნი”. სამი ფეხბურთელია მადრიდის “ატლეტიკოდან” და ტურინის “იუვენტუსიდან”.
სიაში ყველაზე მეტი ფრანგი და არგენტინელია – 4-4. სამი გერმანელი, პორტუგალიელი და ესპანელია. აღსანიშნავია, რომ სიაში მხოლოდ ერთი ბრაზილიელი და ინგლისელია.
გამარჯვებული 2017 წლის 9 იანვარს გამოცხადდება. ფავორიტად ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ჩემპიონატის მომგები კრიშტიანო რონალდო მიიჩნევა.