იტალიურმა პორტალმა 77km–მა 2019 წლის უნივერსალი Volkswagen Passat გამოსცადა. ტესტის არსი დაბრკოლებების გადალახვის დროს ავტომობილის გამძლეობის შემოწმება იყო. შედეგად კი გაირკვა რომ ავტომობილს მანევრირება ძალიან უჭირს.
ტესტ–დრაივში დიზელის Passat R-Line მონაწილეობდა. ორლიტრიან ძრავს 190 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. დაბრკოლებების გადალახვის დროს ის მხოლოდ 73 კმ/სთ–ით გადაადგილდებოდა. საკმარისი იყო მძღოლს სიჩქარე 76 კმ/სთ–მდე გაეზარდა რომ უნივერსალი „გიჟდებოდა“ და გზაზე ყველაფერს ეჯახებოდა.
სპეციალისტებმა ყურადღება ერთ ფაქტს მიაქციეს. წლების წინ დაბრკოლებებისთვის გვერდის ავლის დროს იგივე პრობლემა ქონდა მოდელ Arteon–საც, რომელიც იმავე პლატფორმაზეა აგებული.