ჟოზე მოურინიო და ანტონიო კონტე წლის მწვრთნელის პრეტენდენტთა შორის ვერ მოხვდნენ.
სამაგიეროდ იქ არიან ალეგრი და ზიდანი და კიდევ ვიღაც კაცები.
წლის მწვრთნელს ფიფა დაასახელებს, რომელმაც უამრავი პრეტენდენტი ჩამოთვალა, მაგრამ ადგილი ვერ მოუძებნა იტალიის ნაკრების ყოფილ და „ჩელსის“ ამჟამინდელ მწვრთნელს, ისევე, როგორც კანდიდატთა შორისაც კი არ მოიხსენიება განსაკუთრებული კაცი – ჟოზე მოურინიო.
არსებული მონაცემებით გაფართოებულ სიაში არიან: მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი), კლაუდიო რანიერი (ლესტერი), მაურიციო სარი (ნაპოლი), ფერნანდუ სანტუში (პორტუგალიის ნაკრები), დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრები), კრის კოულმენი (უელსის ნაკრები), ლარს ლაგერბეკი (ისლანდიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი), მაიკლ ონილი (ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები), ზინედინ ზიდანი (რეალი), უნაი ემერი (პსჟ), ლორან ლანი (ექს-პსჟ), ხოსეპ გვარდიოლა (ექს-ბაიერნი, მანჩესტერ სიტი), იურგენ კლოპი (ლივერპული), ლუის ენრიკე (ბარსელონა), ხერარდო მარტინო (ექს-არგენტინა, ატლანტა იუნაიტედი), მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი), დიეგო სიმეონე (ატლეტიკო), იგნასიო ამბრისი (ამერიკა), ხუან ანტონიო პიცი (ჩილეს ნაკრები), რეინალდო რუედა (ატლეტიკო ნასიონალი) და რუი ვიტორია (ბენფიკა).
დაჯილდოების ცერემონია იანვარში შვეიცარიის ქალაქ ციურიში შედგება.