Audi–ს მთავარმა დიზაინერმა ბავარიელებს მადლობა გადაუხადა, თუმცა მათი დიზაინის გაკრიტიკებაც არ დავიწყნია.
კუპეს მსგავსი კროსოვერების საწყისად 2008 წლის BMW X6 ითვლება. თუმცა, მას შემდეგ მსგავსი მოდელები Mercedes-Benz–მა, Audi–მ, Porsche–მ და Renault–მაც კი შექმნეს. ანალოგიური კროსოვერების ხაზი BMW–მაც გაამრავალფეროვნა და მოგვიანებით უფრო კომპაქტური X4 და X2 გამოუშვა.
ჟურნალ Autocar–ისთვის მიცემულ ინტერვიუში Audi–ს მთავარმა დიზაინერმა ბავარიელებს ბაზრის ახალი ხაზის შექმნისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და აღიარა, რომ ამ მოდელების დიდი გულშემატკივარია. კროსოვერისა და კუპეს გაერთიანება ნამდვილად გენიალური იდეა იყო, თუმცა მიღებული შედეგი შესაძლოა ცოტა უფრო ლამაზი ყოფილიყო.
თავად Audi–მ ძალიან დიდი დრო დახარჯა იმაზე, რომ კროსოვერისა და კუპეს ჰიბრიდი მიმზიდველი გამოსვლოდა. შედეგად შეიქმნა E-Tron Sportback, რომელიც მსგავს მოდელთან შორის ნამდვილად საუკეთესოა.