LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმელი მეზღვაური, რომელიც მეკობრეებმა გაიტაცეს სამშობლოში დაბრუნდა

150
pjimage-1

საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული საქართველოს მოქლაქე სამშობლოში დაბრუნდა. ის ორმოცი დღე ტყეში იმყოფებოდა. ბათუმის აეროპორტში ოთარ ვარდიძეს საზღაო ტრანსპორტის სააგნეტოს თანამშრომლები და აჭარის მთავრობის წევრები დახვდნენ.

“ორმოცი დღე იყო ტყეში, ჯუნგლებში. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, კომპანიას, საზღაო ტრანსპორტის სააგნეტოს ხელმძღვანელობას. ყოველ დღე მქონდა ინფორმაცია რომ კარგად იყო. თანხაზე იყო ალბათ საუბარი, რამდენი არ ვიცი. ელექტრომექანიკი იყო”, – განაცხადა მეზღაურის დამ მარიამ ვარდიძემ.

ცნობისთვის, 4 ნოემბერს ტოგოში, ქ. ლომეს პორტიდან 18 კილომეტრში, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ „Elka Aristotle“-ს.

თავდასხმის დროს 24 ეკიპაჟის წევრიდან გაიტაცეს ოთხი მეზღვაური: საბერძნეთის ერთი, ფილიპინების ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე.

ოთარ ვარდიძე ნიგერიაში იმყოფებოდა.

ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები