LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

113
79357696-453505772238746-6538965890002583552-n

საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. სოფელ ოძისთან აქციის მონაწილეები ახლახანს ჩავიდნენ.

აქცია მდუმარე იქნება. ოჯახი მხოლოდ მცირე მიმართვის გაკეთებას გეგმავს.

აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე დილიდან შეიკრიბნენ და საოკუპაციო ხაზისკენ გაემართნენ.

აქციის მონაწილეებს შორის ოჯახის წევრები, ექიმის კოლეგები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. მას შემდეგ ის უკანონო პატიმრობაში იმყოფება. 13 დეკემბერს ექიმის სასამართლო სხდომა გაიმართა. ის ისევ პატიმრობაში დატოვეს.

ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს

ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი არ აღიარებს საზღვრის კვეთს ბრალდებას და ამბობს, რომ ქართულ მიწაზე იმყოფება.ექიმი: გაფრინდაშვილი არ აღიარებს “საზღვრის კვეთის” ბრალდებას, ამბობს, რომ ქართულ მიწაზეა.

სასამართლოს გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს” – ირინა გაფრინდაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები