LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერები საოკუპაციო ხაზისკენ მიემართებიან

133
78753436-1235084180016179-7822046352744906752-o

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის  მხარდამჭერები საოკუპაციო ხაზისკენ უკვე დაიძრნენ. ისინი სოფელ ოძისში, გამყოფ ხაზთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ.

აქციის მონაწილეებს შორის ოჯახის წევრები, ექიმები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან.

მშვიდობიანი აქციის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან მიმართვას გააკეთებს ექიმის ოჯახი.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. მას შემდეგ ის უკანონო პატიმრობაში იმყოფება. 13 დეკემბერს ექიმის სასამართლო სხდომა გაიმართა. ის ისევ პატიმრობაში დატოვეს.

ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს

ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი არ აღიარებს საზღვრის კვეთს ბრალდებას და ამბობს, რომ ქართულ მიწაზე იმყოფება.ექიმი: გაფრინდაშვილი არ აღიარებს “საზღვრის კვეთის” ბრალდებას, ამბობს, რომ ქართულ მიწაზეა.

სასამართლოს გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს” – ირინა გაფრინდაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები