LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუის სუარესმა ოქრო ბუცი ჩაიბარა (ფოტო)

74

”ბარსელონას” ფორვარდმა ლუის სუარესმა ”ოქროს ბუცი” მიიღო. ხუთი თვის შემდეგ ჯილდომ იპოვა თავისი გმირი.

29 წლის ურუგვაელის დაჯილდოების ცერემონია ხუთშაბათს გაიმართა.

”მადლობელი ვარ ”ბარსელონასი”, რომელმაც საშუალება მომცა ოცნება რეალობად მექცია. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ”ბარსაში” საუკეთესო ბომბარდირი გავხებოდი. უბრალოდ მინდოდა ჩემპიონთა ლიგა მომეგო.
ვერასოდეს ვერ მოვიგებდი ამ ჯილდოს პარტნიორების გარეშე. მათი დახმარებით ყველაფერი მარტივი ხდება”, – თქვა სუარესმა.

ლუის სუარესმა 2015/16 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში 40 გოლი გაიტანა და ”ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში გონსალო იგუაინს (ნაპოლი – 36 გოლი) და კრიშტიანო რონალდოს (რეალი – 35 გოლი) გაუსწრო.

ურუგვაელ ფორვარდს აქამდეც ქონდა მოგებული ”ოქროს ბუცი”, 2013/14 წლების სეზონში ”ლივერპულის” შემადგენლობაში.

”ბარსელონას” მოთამაშეებიდან ”ოქროს” ბუცი” აქამდე ბრაზილიელ რონალდოს და სამჯერ ლეო მესის აქვთ მოგებული.

 

cvolsp1wgaayt4n

cvn7n-hwaaai1ko

cvn8xmwxyaavhoe

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები