LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციის სავარაუდო ზეწოლის გამო, 15 წლის ბიჭი მეცხრე სართულიდან გადმოხტა

1846
Homicide+Body+Outline+Tape

“მთავარი არხის” ინფორმაციით, სამართალდამცავების სავარაუდო ზეწოლის შედეგად, 15 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა.

ოჯახის განცხადებით, ბიჭს სკოლის კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ, რის შემდეგაც მან დანაშაული ნაწილობრივ აღიარა.

“პოლიციამ განყოფილებაში დააშინეს ბავშვი, დაემუქრეს, აღიარეო, სიმართლე თქვიო… სკოლაში იმაიმუნა რაღაც, თავისი ძმით დააშინეს”- ამბობენ მოზარდის ახლობლები “მთავარ არხთან”.

ექიმების განცხადებით, მოზარდი მართვით სუნთქვაზეა. მას მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა. პაციენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული.

რაც შეეხება საქმის გამოძიებას, შსს-ში გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები