დავით თარხან-მოურავის განცხადება საკუთარი წარმომავლობის შესახებ ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ძალიან პოპულარული გახდა. „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ის ერეკლე მეორის, დადიანების, გურიელების, გიორგი სააკაძის შთამომავალია, ქეთევან წამებული კი მისი დიდი ბებიაა.
„ვარ, რა თქმა უნდა, დავით აღმაშენებლის შთამომავალი და მინდა, რომ ეს იყოს მკაფიოდ გასაგები.ესეც ერთერთი მიზეზია, რატომაც ვარ სრულიად საქართველოს თავადაზნაურობის წინამძღოლი,“ – ამბობს თარხან-მოურავი.