კრის ჯენერმა ჟურნალ People-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საშობაო საჩუქრებზე ისაუბრა. მისი თქმით, მან ქალიშვილებს ერთნაირი საჩუქრები მოუმზადა და ყველას ბოტოქსის ფასდაკლების ბარათები აჩუქა. რეალითი-შოუს 64 წლის ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ ქალისთვის ამაზე ძვირფასის საჩუქარი არ არსებობს.
კრის ჯენერი და მისი ხუთივე ქალიშვილი – კიმი, ქორთნი და ქლოე კარდაშიანები, ასევე კაილი და კენდალ ჯენერები, პლასტიკური ქირურგიით არიან გატაცებულები. ამიტომ ეს სიურპრიზი ყველასთვის სასიამოვნო გამოდგა.