”ჰაიდელბერგცემენტის” ორგანიზებით ”თბილისიმარათონი” 2016 წელს 23 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიება თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ჩატარდება და ის სტარტს რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს. ”თბილისიმარათონის” მარშრუტი კვლავაც თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს – სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ისტორიული ქუჩები. წლევანდელი გარბენი გულისხმობს:
- ნახევარმარათონს(21,097კმ) – რეგისტრაციის საფასური – 15 ლარი;
- 10კილომეტრიან გარბენს- რეგისტრაციის საფასური – 10 ლარი;
- ბავშვთა გარბენებს(6-11წლამდე – 500მ და 11-15 წლამდე – 1,2კმ) – რეგისტრაცია უფასოა.
როგორც ”ფორტუნას” ”ჰაიდელბერგცემენტიდან” აცნობეს, კომპანია ”თბილისიმარათონის” რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას ტრადიციისამებრ გააორმაგებს და წელს საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მოახმარს. შესაბამისად, ”თბილისიმარათონის” თითოეული მონაწილეც ქველმოქმედი ხდება.
მათივე ინფორმაციით, 2016 წლის ”თბილისიმარათონის” რეგისტრაცია მიმდინარეობს 22 ოქტომბრის ჩათვლით, ვებგვერდზე: www.tbilisimarathon.ge.
”წლევანდელი ღონისძიების სპონსორები არიან, კომპანია „ლენოვო“, „ვისოლ ჯგუფი“, საინფორმაციო ცენტრი 11808, სასტუმრო შერატონი, სასტუმრო მერიოტი, დავით ტატიშვილის გამაჯანსაღებელი ცენტრი, პალიტრა მედია, ტელეკომპანია GDS, ტელეკომპანია „იმედი“, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, „ზედაზენი“, საინფორმაციო ცენტრი my.ge, სასტუმრო „წყალტუბო პლაზა“, სასტუმრო „რუმზ ყაზბეგი“, კომპანია „თაიმი“,რადიო „ჯაკო“, „ავტო რადიო“, Vitamin Well, კომპანია „ტერიტორეფი“ – ჟურნალი „ბიზნეს ჯორჯია“, სასტუმრო „ლოპოტა“, ესტეთიკური ცენტრი „ლა ბელლე“, Pulse.ge, „საირმის წყლები“, სპორტული მაღაზია „სითი სპორტი“, „ბახმარო“, მაღაზია „ველო+“. კლუბი 71, სნეპი, კომპანია „დიო“, Treepex, Check in Travel, Georgia Today. ”თბილიმარათონის” მონაწილეთა ოფიციალური მზღვეველი კი კომპანია IC Group-ი”, – განაცხადეს ”ჰაიდელბერგცემენტში”.
შეგახსენებთ, ”თბილისიმარათონი” არის ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია ”ჰაიდელბერგცემენტის” ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით იმართება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქის ტურისტულ განვითარებას ემსახურება.