”ლესტერის” ვარსკვლავმა ჯეიმი ვარდიმ 2.5 მილიონ ფუნტად ძალიან მაგარი სახლი იყიდა.
ვარდი და მისი მეუღლე რებეკა ამ დღეებში ახალ შენაძენზე ალაპარაკდნენ. სახლს აქვს 8 საძინებელი, აუზი, საჩოგბურთო კორტი, სატრენაჟორო დარბაზი, საუნა, 5 სააბაზანო, 5 მისაღები, ასევე 2 სასტუმრო ოთახი. იქვეა საჯინობოც.
სახლი ლინკოლნშირის საგრაფოში პატარა დასახლებაში მდებარეობს, სადაც სულ 80 მოსახლეა.
მანამდე წყვილს არაერთხელ დაუჩივლია, რომ დაიღალნენ ფანების და არაკეთილმსურველებისგან, რომლებიც მელტონ მოუბრეიში (ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილზე) არ ასვენებდნენ.