LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს – ანდრეი რუდენკო ვაჟ გაფრინდაშვილზე

281
7816716

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი დასრულდა. დისკუსიის მთავარი თემა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ გაფრინდაშვილი ოჯახს მალე დაუბრუნდება.

გაფრინდაშვილის საკითხზე კომენტარი რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ გააკეთა.

მალე უნდა დაუბრუნდეს ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახს, რომ დღის წესრიგში ეს საკითხი აღარ იყოს. არ დაგავიწყდეთ რომ ის არ იმყოფება კრემლში, არამედ არის დამოუკიდებელ სახელმწიფოში რომელსაც ჰქვია სამხრეთ ოსეთში. ჩვენ ვთვლით რომ 2008 წელს რუსეთის გადაწყვეტილებით შეიქმნა ორი სახელმწიფო: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ჩვენ არ ვერევით სხვა სახელმწიფოს საქმეებში, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დაბრუნდება საქართველოში. ორივე მხარემ ისაუბრა დღეს ამის შესახებ.. ეს ჰუმანიტარული თემაა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს“,- განაცხადა რუდენკომ.

15 ნოემბერს ექიმს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. დღესვე ცნობილი გახდა, რომ გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები