გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ალგეთის ეროვნული პარკის ბუნების ძეგლზე – დაშბაშის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, კანიონზე უნიკალური მინის ხიდის მოწყობა იგეგმება. უნიკალური მინის ხიდი 2020 წლის აგვისტოში გაიხსნება. შუშის ხიდის შუაში იქნება განთავსებული ცაში დაკიდებული ბარი. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ღირსშესანიშანობის გახსნის შემდეგ წალკას მინიმუმ 2 მილიონი ვიზიტორი ეწვევა.
საქართველოში უნიკალური მინის ხიდი გაიხსნება, რომელმაც უკვე მიიპყრო მსოფლიო მედიის ყურადღება (ფოტოები)
უჩვეულო პროექტი, უნიკალური ტექნოლოგიებით დაშბაშის კანიონზე განხორციელდება
პროექტს ებრაული კომპანია KASS LAND (იგივე Kass Group) ახორციელებს. პროექტის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 45 მილიონი დოლარია.