LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება ანტიოპოზიციური კარვის გაშლის პირველივე ღამეს – დაკავებულია 2 პირი

199
karavi-5df005c528621

პარლამენტის წინ ფიზიკური დაპირისპირება უცნობ მოქალაქესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის მოხდა, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ “ქართული ოცნების” პოლიტიკას აპროტესტებენ. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა. მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. ადგილზე სიტუაცია სამართალდამცველებმა განმუხტეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე ინციდენტში მონაწილე 2 პირი დააკავა. მათ ხულიგნობას ედავებიან.

ინციდენტთან რაიმე კავშირს უარყოფს პარლამენტთან ოპოზიციის წინააღმდეგ კარვების დადგმის ერთ-ერთი ინიციატორი შაკო კუჭაშვილი. ის ამბობს, რომ მოძრაობის “შევინარჩუნოთ სიცოცხლე” შექმნის მიზანი ოპოზიციის მონაწილეობით გამართული აქციებისთვის წინააღმდეგობის გაწევაა.

სამოქალაქო აქტივისტის ვახტანგ გაგნიძის თქმით კი , გუშინ ინციდენტში მონაწილე პირები სავარაუდოდ მოგზავნილები იყვნენ და ისინი კავშირში არიან საპროტესტო აქციის მოწინააღმდეგე ძალებთან.

ცნობისთვის, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, სადაც რამდენიმე კვირაა ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას აპროტესტებენ, ახლად შექმნილმა ორგანიზაციამ, სახელად „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“, პარლამენტთან კარავი გაშალა ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს ორგანიზაცია 9 დეკემბერს დაფუძნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები