ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჩატარების ფორმატის შეცვლა სურს.
საუბარია მონაწილე გუნდების 16-მდე გაზრდაზე. ამჟამად ყოველწლიურ ტურნირში შვიდი გუნდი მონაწილეობს.
მანამდე ინფანტინო ინიციატივით გამოვიდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეთა რიცხვი ან 40-მდე ან სულაც 48-მდე გაზარდონ.