LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისლამური სახელმწიფოსგან” მოსულის გათავისუფლების სპეცოპერაცია დაიწყო

91

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ აბადიმ განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოსგან“ მოსულის გათავისუფლების სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

აბადიმ აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქს ჯიჰადისტებისგან ერაყის არმია და ადგილობრივი პოლიციის დანაყოფები გაათავისუფლებენ.

„მოვუწოდებთ ადგილობრივ მოსახლეობას, ითანამშრომლონ განმანთავისუფლებელ ძალებთან,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მოსულს „ისლამური სახელმწიფო“ 2014 წლის ივნისიდან აკონტროლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები