LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში უნიკალური მინის ხიდი გაიხსნება, რომელმაც უკვე მიიპყრო მსოფლიო მედიის ყურადღება (ფოტოები)

23994
1

უნიკალურმა მინის ხიდმა, რომელიც საქართველოში აშენდება მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. ქართულ ხიდზე ამჯერად ვებგვერდი vesty.co.il წერს და პროექტის ამსახველ ფოტომასალასაც აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი, სხვა ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, წალკაში, დაშბაშის კანიონზე მოეწყობა. პროექტს კი ისრაელის კომპანა KASS LAND (იგივე Kass Group) განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ამ ხიდის მშენებლობისთვის 15 მილიონი დოლარი დაიხარჯება, მთლიანად პროექტის ღირებულება კი დაახლოებით 45 მილიონი დოლარია.

პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს KASS LAND-ის გენერალური მენეჯერის მოადგილე ტომერ მორ-იოსეფი. ის ამბობს, რომ ხიდის მშენებლობისთვის შემუშავებულმა უჩვეულო პროექტმა და უნიკალურმა ტექნოლოგიებმა უკვე მიიპყრო მსოფლიო მედიის ყურადღება. მრავალმა საერთაშორისო მედიასაშუალებამ უკვე გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს ხიდის გახსნის ცერემონიალზე.

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის შუშის ხიდი მოეწყობა - უნიკალური პროექტი იწყება

იხილეთ ფოტოები, თუ რისი გაკეთება იგეგმება დაშბაშის კანიონზე

აღსანიშნავია, რომ უნიკალური მინის ხიდი 2020 წლის აგვისტოში გაიხსნება.  შუშის ხიდის შუაში იქნება განთავსებული ცაში დაკიდებული ბარი. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ღირსშესანიშანობის გახსნის შემდეგ წალკას მინიმუმ 2 მილიონი ვიზიტორი ეწვევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები