LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მე ისინი გადავარჩინე…ეს ჩემი ჰობია” – ბიძინა ივანიშვილი

229
ბიძინა ხე

სანამ ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით აქციებს მართავს და დიპლომატები ივანიშვილს მისი დანაპირების შესრულებისკენ მოუწოდებენ, თავად ივანიშვილი, ბუნებასა და გიგანტურ ხეებზე ინტერნეტჟურნალ „ველურ ბუნებას“ ინტერვიუს აძლევს.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ინტერვიუში ბოტანიკური და დენდროლოგიური პარკების განვითარებაში საკუთარ როლზე საუბრობს და ამბობს, რომ ამას ზოგი პირად ახირებად უთვლის.

“გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა, გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას არის. ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელ ბატონ ზურაბ ბაგრატიონთან ერთად დავდიოდით და ხეებს სწორედ ამ კუთხით ვარჩევდით.

„მებაღეობა მირჩევნია პოლიტიკოსობას" - ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი პოლიტიკიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავა

შემიძლია გითხრათ, რომ მე ასი ათასობით ხე მაქვს დარგული, შეიძლება ამას ჩემი ჰობი დაარქვათ, მაგრამ ყველაფერში ნეგატივის დანახვა და ხალხისთვის სიცრუის ტირაჟირება ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს.

სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები ვირტუალურ რეალობაში ამყოფებენ ჩვენ მოსახლეობას, რათა ყველა მოვლენა მხოლოდ ნეგატიური კუთხით შუქდებოდეს“ ,- განაცხადა ივანიშვილმა.

ის ბუნების მოვლაზე აკეთებს აქცენტს და ხალხს მისი დაცვისკენ მოუწოდებს.

თუ ჩვენ სათანადოდ არ მოვუვლით ჩვენს ბუნებას და გარემოს, სწორად არ ვიფიქრებთ  მის დაცვაზე, აღდგენაზე და მხოლოდ ორიენტირებულები ვიქნებით ბუნებით სარგებლობაზე, ეს ჩვენ თუ არა, ჩვენს მომავალ თაობებს აუცილებლად დააზარალებს“ ,– ამბობს ივანიშვილი ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები