LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატის ინფორმაციით, მარნეულის ინციდენტის საქმეზე დაკავებული მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამი ნაცემია

30

ადვოკატის ინფორმაციით, მარნეულის ინციდენტის საქმეზე დაკავებული მისი დაცვის ქვეშ მყოფი 4 პირიდან სამი ნაცემია.

დავით კაკოიშვილის ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, ვინაიდან მათ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ” პოლიციის განყოფილებაში, სადაც ისინი მიიყვანეს, დაექვემდებარნენ არასათანადო მოპყრობას. მათგან ითხოვნდნენ აღიარებას, თითქოს რეალურად ჩაიდინეს ის ქმედება, რომელსაც სამართალდამცველები ედავებიან. მას შემდეგ, რაც მათ ვერ მიიღეს სასურველი ინფორმაცია, ისინი სცემეს. 3 მათგანს აღენიშნება დაზიანებები, მათ შორის სახის არეში. სახალხო დამცველის წარმომადგენლები შემოსული იყვნენ და დააფიქსირეს აღნიშნული დარღვევა”, – განაცხადა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიისთვის ხელისშეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე 6 პირი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები