ირაკლი ალასანია მის მომავალთან და სხვა პოლიტიკურ საკითხებზე 18 ოქტომბერს ისაუბრებს. ამის შესახებ მან თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ე.წ. კაბელების საქმის განხილვა მიმდინარეობს.
ალასანიამ კომენტარი მხოლოდ ე.წ. კაბელების საქმეზე გააკეთა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიტიკური პატიმარია.
”ბიჭები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით მოხდა მათი ციხეში გაშვება, ძალიან მალე დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს და სახლებს. ბუნებრივია, ეს ის საქმეა, რომელზეც ყველანი ერთსულოვანი ვართ. საზოგადოება ჩვენს გვერდითაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში მათ გაათავისუფლებენ”, – განაცხადა ალასანიამ.