LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ დედა ბალახობს, ნუკრი ცელქობის მიზეზს ეძებს – გაიცანით ეროვნული პარკის მოუსვენარი ბინადარი (ვიდეო)

262
F

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო მოუსვენარი ნუკრის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს. კადრები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკშია გადაღებული.

„სანამ ფურ-ირემი ბალახობს, ნუკრი ცელქობის მიზეზს ეძებს, თუმცა მაინც არ შორდება დედიკოს გვერდიდან. გაიცანით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის პატარა მოუსვენარი ბინადარი“, – წერენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

ცნობისთვის, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და  მცირე კავკასიონის მთების აღმოსავლეთ ნაწილს ქმნის. მისი საერთო ფართობი  107,083 ჰა-ს შეადგენს, რაც საქართველოს ტერიტორიის 1%-ზე მეტია. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები ექვს რაიონს მოიცავს. ესენია: ბორჯომი, ხარაგაული, ახალციხე, ადიგენი, ხაშური და ბაღდათი. ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ბორჯომსა და ხარაგაულში. პარკის ადმინისტრაცია ოთხი სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას, ბორჯომის ნაკრძალს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკს, ქცია-ტაბაწყურის, ნეძვის აღკვეთილსა და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლს მართავს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა, ტურისტული მარშრუტების ქსელი 400 მ-დან 2,642 მ-ს აღწევს. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. ბილიკების გასწვრივ მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს თავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები