LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარდიოლა კარგავს და კარგავს, რატომ გაშავდა დორტმუნდი – ამბები მოკლედ

82
manchester-derby-071219i

16 ტურში გვარდიოლამ 16 ქულა დაკარგა. სწორედ ამდენი ქულა დაკარგა „სიტიმ“ მთელ გასულ სეზონში. ეს გვარდიოლას უარესი შედეგია „ბარსელონა B“-ის შემდეგ.

„სიტი“ 14 ქულით ჩამორჩება „ლივერპულს“. არავის მოუგია ინგლისის ჩემპიონატი ამხელა ჩამორჩენის შემდეგ.

„მან სიტი“ და პოლიცია გამოიძიებენ „იუნაიტედთან“ შეხვედრაში გულშემატკივრის მხრიდან რასისტულ ჟესტებს.

„ლივერპულმა“ არ გაუშვა პირველად სექტემბრის შემდეგ.

მოურინიოს გუნდმა პრემიერლიგის მატჩში 5 გოლი პირველად გაიტანა 4 წელიწადში.

რაშფორდი ყველაზე ხშირად ურტყამს კარის ჩარჩოში პრემიერლიგის წლევანდე სეზონში – 5-ჯერ.

 

მესი ერთადერთია ტოპ 5 ლიგაში, რომელსაც 10+ გოლი აქვს გატანილი ყოველ სეზონში ბოლო 14 წელია.

ვალვერდე მესის თამაშზე „მალიორკასთან“: „ეს იმის დემონსტრაციაა, რისთვის აძლევენ მას „ოქროს ბურთს“.

გრიზმანმა გაიტანა პირველი გოლი ლა ლიგის ბოლო 6 მატჩში და მეორე „ბარსაში“ 11 ოქტომბრის შემდეგ.

“სელტიკმა” ზედიზედ მეოთხედ მოიგო შოტლანდიის ლიგის თასი, ფინალში “რეინჯერსი” დაამარცხა.

„იუვენტუსმა“ წააგო პირველად ამ სეზონში. ტოპ 5 ლიგაში არავინ დარჩა ვისაც არ წაუგია.

რონალდო ნანობს წასვლაზე და ფიქრობს, რომ შეეძლო ორი „ოქროს ბურთი“ მოეგო „რეალში“ (Abc.es)

ტეო ერნანდესი პირველი განაპირა მცველია, რომელმაც 4 გოლი გაიტანა სერია ა-ს სადებიუტო სეზონში “მილანის” რუგებშუ.

 

“ბორუსიას” სპორტდირექტორმა გამორიცხა სანჩოს წასვლა იანვარში.

დორტმუნდის „ბორუსიას“ სრულიად შავი ფორმა 110 წლის იუბილესთვის! ეს მუშების პატივისცემაა, რომლებიც რეგიონში ქვანახშირს მოიპოვებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები