LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას – პატრიარქი

149
ილია

საქართველოს პატრიარქმა დღევანდელ ქადაგებაში ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე ისაუბრა. ილია მეორის განცხადებით, საზღვარგარეთ წასვლა, მოხუცი ადამიანების მოვლა ცუდი არ არის, თუმცა ამბობს, რომ უცხოეთში წასვლას სჯობს, „თქვენს მამულს და მიწას მიხედოთ“.

„მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო“,- განაცხადა ილია მეორემ.

ილია მეორემ სოფლის გაძლიერებაზე ისაუბრა და თხოვა სამღვდელოებას, იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობის განვითარების.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები