ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ექიმის შვილი მამის გათავისუფლების შესახებ სოციალურ სივრცეში გავცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც ირინა გაფრინდაშვილი წერს, ეს ცრუ ინფორმაციაა და საზოგადოებას სთხოვს ნუ დაუჯერებენ ფეიკ ნიუსებს.
“მამა ისევ ცხინვალის ციხეშია!!!
არ ვიცი ვინ ავრცელებს ან რატომ ამ ცრუ ინფორმაციას! ოჯახის წევრებს არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს! ძალიან გთხოვთ ნუ უჯერებთ და ნუ ავრცელებთ FAKE NEWS❗❗❗❗❗” – წერს ირინა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში.
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა უფრო მეტად უნდა ამოიღონ ხმა
https://www.facebook.com/Irina.Gaprindashvili/posts/10221148164199855
ცნობისთვის, დღეს 13:00 საათზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად გაიმართება აქცია სახელწოდებით ,,სკოლა და კლასელები ვაჟა გაფრინდაშვილისთვის”.