LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრე ცაავა ონლაინ-გამოცემას აფუძნებს – იღუმენია მონტაჟის კურსებს გადის

485
reye

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, საპატრიარქოს ტელევიზიის ყოფილი დირექტორი, პეტრე ცაავა საინფორმაციო ვებგვერდის შექმნას და ამით საპატრიარქოს მხილებას აპირებს. ეს ინფორმაცია მეუფე პეტრემ ტელეკომპანია “ფორმულას” დაუდასტურა.

“ზოგადად, ვაპირებთ, საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე და გადავფაროთ სიცრუის ის ნიაღვარი, რომელიც მოდის საპატრიარქოდან. ვამხილოთ ცრუ ქრისტიანობა და ვიქადაგოთ ქრისტიანობა” – ამბობს ცაავა “ფორმულასთან” სატელეფონო საუბრის დროს.

„ვაპირებ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას ეკლესიის გაჯანსაღებისათვის“ – პეტრე ცაავა (ვიდეო)

ონლაინ გამოცემის მთავარი მიზანი საპატრიარქოს პრობლემების გასაჯაროება იქნება. ონლაინგამოცემის თანამშრომლები ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტთან დაახლოებული საეკლესიო პირები იქნებიან,  მათ შორის იღუმენია თამარ გამყრელიძე.  პირად საუბრებში პეტრე ცაავა ამბობს, რომ ინტერნეტში ვიდეო მიმართვები დაიდება, მასალები კი წინასწარ დამონტაჟდება. მეუფე პეტრეს თქმით, იღუმენია თამარ გამყრელიძე მონტაჟის კურსებს გადის.

როგორც საპატრიარქოში ამბობენ, ცაავას მედია გეგმებზე ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა არ გამორიცხავენ, რეაგირება მოახდინონ, იმ შემთხვევაში, თუ პეტრე ცაავა ცილისმწამებლურ განცხადებებს გაავრცელებს.

“თუ სიმართლეს იტყვიან, ნებისმიერი პრობლემისთვის სიმართლის მოფენა იქნება ძალიან კარგი, მაგრამ თუ იქნება კვლავ სიცრუე და ცილისწამება, ეს თავად ცილისმწამებლებს ამხელს”- ამბობენ საპატრიარქოში.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ეპისკოპოსიდან 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე პატრიარქის ბრძანებით განაყენეს.

მეუფე პეტრე სინოდმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა (ვიდეო)

პეტრე ცაავა: პატრიარქი მამალაძეს სოდომური ცოდვის ფილმების ჩვენებას სთხოვდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები