LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ნათელაშვილი:”ორი მთავრობა გავისტუმრე საიქიოს”

91

არჩევნების შედეგების უნდობლობას უცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია არჩევნების შედეგებს ტოტალურად აყალბებს და ამაში აქტიურად არის ჩართული ცენტრალური საარჩევნო კომისია.

მთელი ღამე ფული რიგდებოდა წუხელ. ამ ფულის დარიგებაში მონაწილეობდა მთელი უშიშროების სამსახურები, მაგათი პარტიული აქტივი.  ჩვენ გვაინტერესებს, რომ ივანიშვილის სახსენებელი საქართველოში არ იყოს და ამას მე გავუკეთებ. მან გაითვალისწინოს, რომ ორი მთავრობა გავისტუმრე საიქიოს, ერთ ნაღდში და მეორე არანაღდში და ამას კიდევ რა ელოდება, ნახავს უახლოეს ხანებში.