ქუთაისში წუხელ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც „ფორტუნას“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ქალს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული, საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რადგანაც გასროლა პოლიციელის იარაღიდან განხორციელდა, საქმე გამოსაძიებლად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას გადაეცა.
„უახლოეს მომავალში დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარდება ყველა გადაუდებელი და საჭირო საგამოძიებო მოქმედება. რის შესახებაც დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – განუცხადეს „ფორტუნას“ პროკურატურაში.