2 დეკემბერს, ნიუ-იორკში კინოპრემია Gotham Independent Film Awards-ის 29-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საპატიო სტუმრების რიცხვი ისეთი ვარსკვლავები იყვნენ, როგორებიც არიან: ჯენიფერ ლოპესი, უმა თურმანი, ოლოვია უაილდი, ელიზაბეტ მოსი, სემ როკველი და ა. შ… ამ უკანასკნელის ჩაცმულობამ საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებულად მიიპყრო, 51 წლის მსახიობს უცნაურ პრინტიანი შარვალ-კოსტუმი ამშვენებდა, რომელიც ისე გამოიყურებოდა, თითქოს მას ცემენტი ჰქონდა მისხმული.
ჯენიფერ ლოპესი ცერემონიაზე თავის საქმროსთან ალექს როდრიგესთან ერთად მოვიდა, თუმცა, წითელ ხალიჩაზე, კამერების წინაშე მარტო პოზირებდა.
რაც შეეხება გამარჯვებულებს: „საუკეთესო ფილმის“ კატეგორიაში „საქორწინო ისტორიამ“ (Marriage Story) გაიმარჯვა, „ამერიკული ფაბრიკა“ (American Factory) კი „საუკეთესო დოკუმანტური ფილმი“ გახდა.
„საუკეთესო მსახიობი მამაკაცის“ ნომინაციაში ადამ დრაივერმა გაიმარჯვა, რომელიც სწორედ წლის გამარჯვებულ ფილმში „საქორწინო ისტორია“ მონაწილეობს.