LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის აძლევდა ხელს თარგამაძეზე თავდასხმა?

48

გამორიცხულია, გივი თარგამაძეს აფეთქების ინსცენირება მოეხდინა, ამის შესახებ პოლიტოლოგმა, თორნიკე შარაშენიძემ, რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, თარგამაძეს არ ექნებოდა იმის გარანტია, რომ მომხდარს ცოცხალი გადაურჩებოდა, ამიტომ ამას ვერ გარისკავდა.

პოლიტოლოგი მომხდარში რუსულ კვალს ხედავს, ვინაიდან, მისი თქმით, თარგამაძეს რუსეთში სდევნიან. გარდა ამისა, როგორც თორნიკე შარაშენიძემ აღნიშნა, ქართული სპეცსამსახურების დასუსტებაზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ რუსეთმა მსგავი ტერაქტის დაგეგმვა გაბედა.

“მიუხედავად იმისა, რომ მომხდარში ხელისუფლების მონაწილეობასაც გამოვრიცხა, მაინც ვფიქრობ, რომ მათი პასუხისმგებლობაა, დროულად მოხდეს გამოძიება. დარწმუნებული ვარ, გამოძიების შედეგები მალე გახდება ცნობილი” -განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.