LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ გარნერი ამბობს, რომ ბრედ პიტს ხვდება

100

ჯენიფერ გარნერმა და ბენ აფლეკმა განქორწინების შესახებ გასულ წელს განაცხადეს, თუმცა განქორწინების პროცესის ოფიციალურად დაწყებას არ ჩქარობენ. მსახიობებმა შეძლეს, ნორმალური ურთიერთობა შეენარჩუნებინათ და სკანდალები თავიდან აერიდებინათ.

ამის მიუხედავად, პირადი ცხოვრების შესახებ ჯენისთვის კითხვების დასმა არ ღირს. რამდენიმე დღის წინ მან ერთ-ერთი ცნობისმოყვარე ფოტოგრაფი მოულოდნელი განცხადებით გააოგნა. ლოს-ანჯელესში სეირნობისას მას პაპარაცები აედევნენ და კითხვები დაუსვეს, გარნერი ერთ-ერთ მათგანს მიუბრუნდა და განაცხადა.

„მე ახლა ბრედ პიტს ვხვდები, მაგარია, არა?“

რა თქმა უნდა, მისი განცხადება სერიოზულად არავის მიუღია, რადგან ჯენიფერმა ჟურნალისტებთან, უბრალოდ, იხუმრა. ამასთან, ბრედ პიტი და ბენ აფლეკი საკმაოდ კარგი მეგობრები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები