LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ “პირიმზესთან“ მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

40

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირიმზესთან“ მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შს მინისტრის პირველი მოადგილის, ბესიკ ამირანაშვილის, განცხადებით, უწყებამ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში:

ამ ეტაპზე მომხდარის კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. შემთხვევის ადგილზე მუშაობს ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი. ტარდება ყველა პირველადი საგამოძიებო მოქმედება და უახლოეს პერიოდში ვეცდებით, რომ საქმეზე დავადგინოთ ჭეშმარიტება.

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, უცნობმა პირებმა, მათი წევრის, გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს.  დაშავებულია ერთი ადამიანი. იგი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.