LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნიკა გვარამია ფარულად იწერს სააკაშვილს” – ახალი ფარული მასალა გავრცელდა

197

„იუთუბზე“ ახალი აუდიომასალა განთავსდა, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ მასალა ნიკა გვარამიამ ფარულად ჩაიწერა. საუბარია მიხეილ სააკაშვილის თათბირზე თანაგუნდელებთან, ჩანაწერები, სავარაუდოდ, 2009 წელს არის გაკეთებული.

ერთ-ერთ ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის, მიხეილ სააკაშვილის, კახა ბენდუქიძის, გიგა ბოკერიას, ნიკა გილაურისა და სხვების საუბარს ასახავს. ისინი რელიგიურ დღესასწაულებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გაუგებარია, რატომ არიგებენ პრემიებს სამინისტროები დღესასწაულებზე. წმინდანებსა და მათი ხსენების დღეებზე საუბრისას, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ „წმინდა გიორგი ერთადერთი წესიერი კაცია მაგათ შორის“.

სხვა ჩანაწერებთან ერთად განთავსდა კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი,რომელიც, ავტორის თქმით, პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერია მონტაჟის გარეშე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები