პაატა ბურჭულაძის მტკიცებით, პარტიის დაარსებიდან დღემდე „არცერთი თეთრი არ აქვს აღებული“. მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა მცხეთის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის ბრალდებას უპასუხა.
„ეს აუდიტის სამსახურმაც იცის. შეგიძლიათ გადაამოწმოთ. პირიქით, გეტყვით, რომ 60 000-ლარიანი შემოწირულობა გავაკეთეთ მე, ჩემმა შვილებმა და რძალმა პარტიაში. მე, მაქსიმალური შემოწირულობა გავაკეთე ჩემს პარტიაში, აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის სიყალბე”.