ბარაკ და მიშელ ობამებმა მადლიერების დღე ვაშინგტონში, საკუთარ სახლში აღნიშნეს. ეს დღე მათთვის განსაკუთრებულია, ამიტომ მეუღლეებმა გადაწყვიტეს საზოგადოებისთვის ოჯახური არქივიდან ახალი ფოტო გაეზიარებინათ. ახალ ფოტოზე, რომელიც მიშელ ობამამ „ტვიტერზე“ გააზიარა, მეუღლეები 21 წლის მალიასთან და 18 წლის საშასთან ერთად პოზირებენ.
ფოტოებიდან ჩანს, რომ გოგონები გაიზარდნენ. ფოტო ობამების სახლის ეზოშია გადაღებული. ინტერნეტში ამავე დღეს გადაღებული სხვა ფოტოებიც ვრცელდება.