ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც ბუკა პეტრიაშვილმა და ეკა მიშველაძემ ოჯახი შექმნეს. მათ ამ ხნის განმავლობაში არაერთი რთული პერიოდი გამოიარეს, თუმცა ეს ყველაფერი დღეს უკვე ჩავლილია.
წყვილმა სოციალურ ქსელში ერთმანეთს კიდევ ერთხელ აუხსნა სიყვარული. ბუკამ დაწერა:
„ჩემი სიმშვიდე! ჩემი სიმტკიცე! ჩემი სილამაზე! ჩემი სიხარული! ჩემი ნაწილი! ჩემი სიყვარული! ჩემი ეკა! მადლობა, ღმერთო, ეკასთვის! მადლობა ყველაფრისთვის! “
ეკამ კი ასეთი სტატუსით უპასუხა:
„ერთი წელი გავიდა… ბედნიერების, სიხარულის, სიყვარულის, ხალისის, სიმშვიდის, თანადგომის უმაგრესი ერთი წელი… მიხარია, რომ მყავხარ! მიხარია შენთან ერთად გათენება და დაღამება. ყველაფერი მიხარია შენთან! მიხარია, რომ გაჩნდი, ჩვენი გზები რომ გადაიკვეთა, რომ შემიყვარდი, რომ შეგიყვარდი… მიხარია, ჩემი ცხოვრების ნაწილი რომ ხარ, ჩემი ცხოვრება რომ ხარ! მიხარია, რომ დღესაც ისევე მეკვრება შენზე სუნთქვა, როგორც ერთი წლის წინ ამ დღეს… მიხარია, რომ ჩვენ გარშემო სულ სიხარული და ბედნიერებაა.. ჩვენი შვილები მიხარია… გილოცავ დღევანდელ დღეს“.