ფიფას სურს მსოფლიო ჩემპიონატი 48 ნაკრებამდე გაზარდოს.
ბუნებრივია, რუსეთის მუნდიალს ეს არ შეეხება.
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ აცნობა, რომ ორგანიზაცია სწავლობს მსოფლიო პირველობაზე გუნდების 48 მონაწილემდე გაზრდის ვარიანტს.
”იდეა იმაშია, რომ 16 გუნდი განთესილი იქნება, დანარჩენი 32 კი შესარჩევი ტურნირის შედეგად შეირჩევა”, – იტყობინება The Telegraph.
”საქმე ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეეხოს პლანეტის მთავარ ტურნირს. ფეხბურთი – უფრო მეტია, ვიდრე ღონისძიება და კონკურენცია. ეს სოციალური მოვლენაა”, – თქვა მსოფლიო ფეხბურთის მთავარმა კაცმა.
ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტად გასულ ზაფხულს აირჩიეს.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობაზე საბოლოო გადაწყვეტილება 2017 წელს გახდება ცნობილი.