LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყულევის პორტში ახალი ოკეანოგრაფიულ-მეტეოროლოგიური ტივტივა განთავსდა

66

საქართველოს საზღვაო სივრცეში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური”   თანამედროვე  სანავიგაციო ტექნოლოგიების იმპლემენტაციას ახორციელებს, რომლის ფარგლებში  ყულევის ნავთობ-ტერმინალის პორტის აკვატორიაში მრავალ ფუნქციური ოკეანოგრაფიულ-მეტეოროლოგიური ტივტივა  განთავსდა.

მრავალ ფუნქციური მეტეოროლოგიური ტივტივა თანამედროვე  სანავიგაციო ტექნიკის მწარმოებელი ცნობილი ესპანური კომპანიის MSM S.L.L.   მიერ  არის დამზადებული. ტივტივა  ზუსტი მონაცემებით  ახდენს წყალქვეშა დინებების ტემპერატურის, სიჩქარისა და მიმართულებების ასახვას, ასევე მაღალი  სიზუსტით გადმოგვცემს  ინფორმაციას  ზღვის რყევის ცვალებადობის შესახებ.

ყულევის პორტის აკვატორიაში   განთავსებული ახალი მეტეოროლოგიური აპარატურა    აღმოფხვრის  საზღვაო ინცინდენტებისა და საფრთხის  რისკებს, რომელიც   ყულევის პორტში ნავთობ-ტანკერების ბუქსირით  გადაადგილების დროს წყალქვეშა დინებების  მახასიათებლების შესახებ  ზუსტი მონაცემების არ არსებობის გამო იქმნებოდა.