LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოსამართლეების დანიშვნას რომ დაიწყებთ, მერე ნახეთ არმაგედონი…” – გიგი უგულავა

127
78321932-742494619553509-4160589065072148480-n

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის აქცია უკვე დასრულებულია. აქციის დასასრულს, ოპოციზიური პარტიების წარმომადგენლებმა საერთო კომენტარი გააკეთეს. „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პროცესები გეგმის მიხედვით მიდის.

„ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით, ყველაფერი მიდის ზუსტად ისე, როგორც იმსახურებს „ქართული ოცნება“, როგორც იმსახურებს ივანიშვილი, რომელმაც გუშინ გვამცნო, რომ არავითარ აჯანყებას და არავითარი ხუნდების აყრას არ ჰქონია ადგილი. არავითარ დაჩი ბერაიას არ აუმაღლებია ხმა და არავითარი შიპლაშვილის ამბოხი ეს არ არის.  ეს იყო ივანიშვილის პირადი მზაკვრობა.

ახლა, თათარასავით ავლებს ამ მართლა, ყველაზე უფრო საზიზღარ მასაში თავის მინისტრებს. გამოდიან და ერთი და იგივე სისულელეს იძახიან. მაგალითად, აბსოლუტურად უტიფარი ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ჩვენ დაპირება არავისთვის მიგვიციაო, გინების და ფურთხის ღირსია ასეთი მინისტრი, რადგან ყველას გვახსოვს დაპირებაც და ყველას გვახსოვს, როგორ ტრაბახობდა „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელი, რომ პროპორციულ, სამართლიან არჩევნებს 30 წლის თავზე ჩვენ ვაძლევთ ხალხსო. სალომე ზურაბიშვილი დაგვესიზმრა ალბათ, რომ ამაყობდა გაერო-ს ტრიბუნიდან?! თუ როგორია დაპირება, რას ჰქვია დაპირება არ მიუცია, სხვანაირად როგორ ხდება დაპირება. ამ ადამიანის სიტყვას ფასი აღარ აქვს. ივანიშვილის და „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებითჩვენ ჩვენ საზოგადოებას გამოსავალს ვთავაზობთ,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, მათი თათბირები ყველასთვის ღიაა და საზოგადოება მუდმივად საქმის კურსშია.

„ეს პროტესტი არ დამთავრდება. ეს ხომ თავისუფალი ჟანრია, პლენარული სხდომა ჩაინიშნება, მოვალთ, განსაკუთრებით მოვემზადებით. ამას წინასწარ ვეუბნებით და არ ვმალავთ, ტყუილად დაძვრებიან ეს სუს-ის მანქანები ოფისებთან, რაღაც „ჟუჩოკებით“ წვალობენ . არაფერს ვმალავთ, ყველა ჩვენი თათბირი აბსოლუტურად ღიაა, პირდაპირ გეუბნებით – მოსამართლეების, მურუსიძეების დანიშვნას რომ დაიწყებთ აქ, შემდეგის შემდეგ კვირაზე, აი, შემდეგ ნახეთ თქვენ არმაგედონი, ეს რკინის ჯებირები არ გეყოფათ. იმ მზაკვრობის და ტყუილის პირდაპირ შედეგს ვიმკით, რომ სასამართლოს მიტაცება ხდება და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიტაცა მთელი სახელმწიფო ამ კაცმა“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მოვლენები და სამოქალაქო პროტესტი 14 ნოემბერს პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანოპროექტის ჩაგდებამ გამოიწვია. საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეები მუდმივ რეჟიმში რჩებიან. შენობის წინ გაშლილია კარვები. სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის პიკეტირება რამდენჯერმე მოახერხეს.