LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟოაო ფელიქსმა Golden Boy-ის პრემია წაიღო

169
EKYHu9-WoAACQa8

„ატლეტიკოს“ 20 წლის თავდამსხმელი ჟოაო ფელიქსი 2019 წლის ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

გამოცემა Tuttosport-ის ჯილდო 21 წლამდე ფეხბურთელებს გადაეცემათ. გამოკითხვა სპორტულ ჟურნალისტებს შორის ტარდება. ზაფხულში ფეხბურთელი „ბენფიკადან“ გადაბარგდა მადრიდში 126 მლნ ევროდ, ის თავის თაობაში ყველაზე პერსპექტიულ შემტევად მიიჩნევა.

ჟოაომ 332 ქულა აიღო. მეორე ადგილზე გავიდა ჯეიდონ სანჩო „ბორუსიადან“ – ინგლისელს 175 ქულა მოუგროვდა. მესამეა კაი ჰავერცი „ბაიერიდან“. მეოთხეზე გავიდა ერლინგ ჰოლანი „ზალცბურგიდან“. მეხუთეზე აღმოჩნდა გასული წლის გამარჯვებული „იუვენტუსის“ ჰოლანდიელი მატიის დე ლიგტი.

 

ადრე ეს ჯილდო მოუგიათ უეინ რუნის, ლეო მესის და კილიან მბაპეს.

ფელიქსმა ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები