LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი დადის (ვიდეო)

7108
ff

ამ წუთებში სტრასბურგში მიმდინარეობს ქართული ასოებით მორთული ტრამვაის ინაუგურაცია. ლენტის გაჭრის ცერემონიაში მონაწილეობს ევროპის საბჭოს გენერლაური მდივანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი და ქ. სტრასბურგის მერიის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი სტრასბურგში, დღეიდან ექვსი თვის განმავლობაში იმოძრავებს.

ფრანგული ქალაქის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაის გამოჩენის ფაქტი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებას ეძღვნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები