LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სმარტი რქაწითელს მოგების გარეშე გაყიდის

105

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ პროექტს  – „შეიძინე ქართული“ კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში რთველით აგრძელებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს,  „სმარტის“ თანამშრომლები ადგილობრივ გლეხებთან ერთად 10 ტონა რქაწითელს დაკრეფენ, რომელიც გლდანის სუპერმარკეტში შეძენის ფასად – 1კგ- 0.85 თეთრად კომერციული მოგების გარეშე გაიყიდება. შესაბამისად, ოჯახური ღვინის დაწურვის მსურველებს ყურძნის შესაძენად შორს წასვლა აღარ მოუწევთ. სუფრის ყურძენი კი თბილისის დიდ სუპერმარკეტებში სააქციო ფასად გაიყიდება.

როგორც კომპანიაში განმარტავენ,  შეიძინე ქართული“ გრძელვადიანი პროექტია და ქართული წარმოების წახალისებასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ისახავს მიზნად. გლეხისა და მცირე მეწარმისთვის საკუთარი პროდუქტების „სმარტის“ დახლებზე წარმოჩენა მნიშვნელოვანი მოტივაციაა უზრუნველყონ „ხარისხი დეტალებში“, რასაც „სმარტი“ მომხმარებელს სთავაზობს.

„ეროვნული წარმოების წახალისება და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა „სმარტის“ სტრატეგიული მიზანია. სწორედ ამიტომაც ხდება ყოველდღიურად ახალი ქართული  ხორცის, ქართული ყველის და რძის პროდუქტების, ქართული ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის მრავალსახეობის შეთავაზება ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის. პროექტის „შეიძინე ქართული“ ფარგლებში ჩვენ ვეწვევით საქართველოს ყველა რეგიონს და მოვახდენთ სეზონური ნატურალური ხილისა თუ ბოსტნეულის ადგილობრივი გლეხებისა და მცირე მეწარმეებისგან შესყიდვასა და „სმარტში“ არაკომერციულ ფასად რეალიზაციას. შესაბამისად, გვსურს “სმარტის“ ერთგულ მომხმარებელს მოვუწოდოთ „შეიძინოს ქართული““, – აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.