LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს სკოლებში Happy Onlife-ის სამაგიდო თამაშებით ისწავლიან

433
20191126120651118005590

ონლაინ აპლიკაცია და სამაგიდო თამაში Happy Onlife ევროკავშირის 8 ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და აღიარებული პროექტია, რომელიც მედიაწიგნიერების განვითარებასა და ხელშეწყობას ემსახურება. თამაში უკვე  ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია. Happy Onlife-ის ადაპტირებული ვერსია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შექმნა და ქართულად თარგმნა.

აპლიკაცია ბავშვებსა და მოზარდებს თამაშის საშუალებით ონლაინ კონტენტის კრიტიკულად შეფასებისა და ანალიზის უნარს ასწავლის. ამის გარდა, Happy Onlife მშობლებსა და მასწავლებლებს ეხმარება ბავშების მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებაზე იზრუნონ და მათი კიბერბულინგისგან დაცვა შეძლონ.

დაინტერესებულ მომხმარებელს აპლიკაციის საშუალებით ციფრული მედიის უსაფრთხოდ გამოყენება უკვე შეუძლია. აღსანიშნავია, რომ Happy Onlife-ის აპლიკაცია სრულიად უფასოა, რომელიც IOS და ANDROID სისტემების მობილურ მოწყობილობებსა და პერსონალურ კომპიუტერებზეა მორგებული.

კომუნიკაციის კომისიისა და საქართველოს განათლების სამინისტროს თანამშრომლობით, ონლაინ პროგრამის გარდა, Happy Onlife-ის სამაგიდო თამაშით ქვეყნის მასშაბით სხვადასხვა სკოლებშიც ისწავლიან. აღნიშნული თამაშში მონაწილეობა დაწყებითი კლასის მოსწავლეებსა და უფროსკლასელებს ერთნაირად შეუძლიათ, რადგანაც ნებისმიერი ასაკის მსურველზეა მორგებულია.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშწყობის ფუნქცია საქართველოს კანონით 2018 წელს დაეკისრა. უწყება განათლების სამინისტროსთან ერთად წლევანდელ წელს მოზარდებისთვის, მასწავლებებისთვისა და მშობლებისთვის სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს.