LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ასორტი ვერე” ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრების წარმოებას გეგმავს

1281

პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი  კომპანია  ”ასორტი ვერე”  ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრების წარმოებას გეგმავს. ახალი პროდუქცია ბაზარზე მას შემდეგ გამოვა, რაც ”ასორტი ვერეს” საკონდიტრო  საწარმო გაიხსნება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან  აცნობეს, საწარმო, რომელიც ჯიქიას ქუჩაზე მდებარეობს, ექსპლუატაციაში  ერთ თვეში შევა.  ამასთან, ნოემბერში ”ასორტი ვერეში” უკრაინელ ტექნოლოგს ელოდებიან, რომელიც საწარმოს თანამშრომლებს ტრენინგებს ჩაუტარებს და გადაამზადებს.

კომპანიის ინფორმაციითვე,  ახალი საკონდიტრო საწარმო უახლესი ევროპული დანადგარებით აღიჭურვება.  ქსელის გაფართოებისა და საწარმოო სიმძლავრის მატების მეშვეობით კი კომპანიას შესაძლებლობა ექნება,  ბრენდირებულ საკონდიტრო ნაწარმზე მნიშვნელოვანწილად გაზრდილ მოთხოვნებს სათანადოდ უპასუხოს და გაუმჯობესებული შესაძლებლობებით აითვისოს ბაზარი.

”მოცემულ ეტაპზე ჩვენი პროდუქციის რეალიზება თბილისში ხორციელდება. გვაქვს საკუთარი 6 მაღაზია. თუმცა, სამომავლოდ „ასორტი-ვერე“ გეგმავს რეგიონულ დონეზეც განვითარდეს და ფილიალები გახსნას ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში”, – განაცხადეს ”ასორტი ვერეში”.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანიაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული, ”ასორტი ვერეს” ახალი  საკონდიტრო საწარმოს მშენებლობა კი  პროგრამის  „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები