პოლიციამ თბილისში მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა – ამ სათაურით იწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემის, BBC-ის სტატია, სადაც საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებია აღწერილი.
დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ, პოლიციამ ანტისამთავრობო მიტინგი წყლის ჭავლით დაშალა. ორშაბათს საღამოს ათასობით ადამიანმა აქცია გამართა, რომლის მიზანი, ქვეყნის საარჩევნო სისტემის რეფორმირება იყო. ოპოზიციის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, სამშაბათს, რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი და პოლიტიკოსი დააკავეს. მიტინგები ბოლო ორი კვირაა იმართება, აქტივისტები არჩევნების პროპორციული სისტემის დამტკიცებას ითხოვენ. ხელისფულება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2024 წელს აპირებს, ოპოზიცია კი ამ ცვლილების განხორციელებას დაუყოვნებლივ ითხოვს.
„თავიდან აიცილეთ ძალადობრივი ქმედებები" - აშშ საქართველოში მიმდინარე აქციებზე
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვის, გაერთიანების და შეკრების თავისუფლებას
მომიტინგეებმა პარლამენტის რამდენიმე შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს, რათა პოლიტიკოსები სამშაბათის სესიაზე არ შეეშვათ. რამდენიმე საათით ადრე, როდესაც პოლიციამ მიტინგი იძულებით დაარბია, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა:
“თუ მომიტინგეები დაარღვევენ კანონს, სახელმწიფო იმოქმედებს ადეკვატურად.”
პოლიციამ წყლის ჭავლი გასულ ორშაბათსაც გამოიყენა მშვიდობიანი აქციის დასარბევად, 37 ადამიანი კი დააკავეს.