LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ღმერთი, ხატი, რჯული… ვფიცავ, ივანიშვილს ჩემი გადარწმუნება არ უცდია” – აჭარელი დეპუტატის საჯარო ფიცი

512
14344834-1664664770515547-2269693806917834808-n

პარლამენტში კენჭისყრაზე საკანონმდებლო ინიციატივას საარჩევნო სისტემის პროპორციულზე გადასვლის შესახებ, ხმა არ მიუცია  “ქართული ოცნების” დეპუტატს აჭარიდან მუხრან ვახტანგაძეს. უმრავლესობის წარმომადგენელი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომას ესწრებოდა, ხოლო დასრულების შემდეგ, მოკლე კომენტარიც გააკეთა. ვახტანგაძის თქმით, მისი გადაწყვეტილება, მხარი არ დაეჭირა კანონპროექტისთვის, იყო ხალხის მოთხოვნა. ვახტანგაძე განმარტავს, რომ მას ბოლო პერიოდში ხშირი შეხვედრები ქონდა მოსახლეობასთან და სწორედ მოსახლეობის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო მაჟორიტარული სისტემის დატოვება ძალაში.

“უხერხულობას ქმნის ისб რაც ხდება გარეთ რამდენი ხანია. საზოგადოება ძალიან შეწუხებულია. მშვიდი ცხოვრების უფლებას არ ვაძლევთ. მე ეს გადაწყვეტილება ხალხის მოთხოვნის შემდეგ მივიღე, რომლებიც მთხოვდნენ, რომ დაგვეტოვებინა მაჟორიტარული სისტემა”, – აცხადებს მუხრან ვახტანგაძე.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან არ გაუვლია.

“ღმერთი, ხატი, რჯული ვფიცავ ბიძინა ივანიშვილს ჩემი გადარწმუნება არ უცდია და მასთან არანაირი კომუნიკაციაც არ მქონია” – იფიცება დეპუტატი.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით მან მხოლოდ ერთადერთხელ გადაუხვია გუნდის საერთო გადაწყვეტილებას.

არასაკმარისი 101 ხმა – კანონპროექტი ჩავარდა: პროპორციული სისტემა არ იქნება

 

ეს ის აჭარელი დეპუტატია, რამდენიმე დღის წინ ოპოზიციას აფრთხილებდა და თან ემუქრებოდა “ღმერთი არ გაგიწყრეთო” და ჩემი რეგიონალური ოფისი არ დააბოქლომოთო. ვახტანგაძე ადგილზე, როგორც თვითონ ამბობდა, “მეგობარ” სპორტსმენებთან ერთად იმყოფებოდა.
“ნებისმიერს ვეუბნები ამას! სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რაც პირზე მოგადგებათ ყველაფერი ილაპარაკოთ რა! აქ არიან ღირსეული ადამიანები, ვისთვისაც ღირსება კანონზე მაღლა დგას და ღმერთი არ გაუწყრეს არავის. არ ვიმუქრები, ვპირდები ყველას”, – აცხადებდა ოფისის “დაბოქლომების” მოლოდინში პარლამენტის დეპუტატი, თუმცა მის ოფისთან არც არავინ არ გამოჩენილა იმ დღეს.
დღეს საქართველოს ერთპარტიულ სდხომას მუხრან ვახტანგაზეც ესწრება და ყოველი კანონის მისაღებად რჯულზე დაიფიცება.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები